Wednesday, October 31, 2012

შეწყვიტე მოწევა - გადაარჩინე სიცოცხლე

115 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა F.I.T.H -  მოვაწყეთ მოწევის საწინააღმდეგო აქცია გაკვეთილი.

ამ გაკვეთილისთვის ჩვენმა კლუბმა ჩაატარა გამოკითხვა, რომ დაგვედგინა თუ რამდენად მაღალი იყო მწეველობის მაჩვენებელი თემში და ამ მონაცემებით მწეველების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება არა მწეველების რაოდენობას, რაც ძალიან დიდი პრობლემაა.

გაკვეთილის სტუმრებს შევთავაზეთ  ინფორმაცია თამბაქოს წარმოშობისა და მისი პირველადი დანიშნულების შესახებ შემდეგ კი ვესაუბრეთ იმაზე თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს თამბაქოს მოხმარებამ.  ამის შემდეგ გვქონდა  პაატარა დისკუსია რომელშიც ჩართულები იყვნენ როგორც მოსწავლეები ისე პედაგოგები და მშობლები.

აქცია გაკვეთილის ბოლოს სტუმრებს გავუმასპინძლდით ჩვენი აქციის თემატური ტორტით რომელზეც გამოსახული იყო წითლად გადახაზული სიგარეტი.

 იმედი გვაქვს რომ გაკვეთილი მოზარდებს მეტად დააფიქრებს სანამ დაიწყებენ თამბაქოს მოხმარებას და უარს ათქმევინებს მასსზე.

რამდენიმე ფოტო   :





ჩვენი მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით თბილისის მოზარდთა სახლს , USAID  - ს და PHinternational -ს .



Sunday, February 26, 2012

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამოფენა კონფერენიცა


   2012 წლის 25 თებერვალს ფილარმონიაში გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გამოფენა-კონფერენცია, ჩვენი პედაგოგი და კლუბის ხელმძღვანელი ესწრებოდა ამ კონფერენციას. ირმა მასწავლებელმა საშუალება მისცა კლუბის ლიდერს და რამდენიმე წევრს კონფერენციის დაწყებამდე გაცნობოდა ამ საინტერესო ღონისძიებას.
    ჩვენ ძალიან მოგვეწონა ეს ღონისძიება, ამ პროექტების ნახვის შემდეგ  მოგვეცა სტიმული უფრო ვიაქტიუროთ  რადგან შემდეგ მონაწილეობა მივიღოთ ამ ღონისძიებაში.

გაგრძელებაში შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე ფოტო

Monday, February 20, 2012

სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოება, არის ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო, რომელიც ნებაყოფლობითია, თვითწარმოქმნადია, თვითგანვითარებადია, სახელმწიფოსგან ავტონომიურია და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით. 


დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 


დამატებითი ბმულები : 

Thursday, February 16, 2012

გამარჯობა !


გამარჯობათ,  ეს არის 115 -ე  საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ბლოგი სადაც ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენს , გეგმებს ან იმას რაც უკვე გაგვიკეთებია,

კლუბის ხელმძღვანელი არის 115 სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი :  ირმა ფუხაშვილი